2018 წელს, ხუთმა ოჯახმა გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა საოჯახო მეურნეობები ერთ დიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში, ასე შეიქმნა რ.კ ”იკორთა”. დაგროვილი გამოცდილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაერთიანებით შესაძლებელი გახდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდა, ხარისხის ამაღლება, თვითღირე-ბულების შემცირება და პოპულარიზაცია. კოოპერატივში დანერგილი სამუშაო მოდელი ეფექტურად ასახავს ყველა მეპაიეს ინტერესს. ჩვენ მუდამ ვიქნებით ორიენტირებული ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რამეთუ ჩვენი პრიორიტეტია ხარისხის სტაბილურობა და გაუმჯობესება.